თბილისში გრიპის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი სადისპეტჩერო, საიდანაც გრიპის სიმპტომების გამო გამოძახებები ოჯახის ექიმებზე გადამისამართდება.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. გრიპის ვირუსის გახშირებული შემთხვევების გამო ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოსახლეობას მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ახალი სამსახურის შექმნის შესახებ აუწყა.

გრიპის ნიადაგზე გაზრდილი მიმართვიანობის გამო პრობლემები ექმნება სასწრაფო დახმარების სისტემას, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხს აუარესებს, აღნიშნა მინისტრმა.

„ამ სეზონზე გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია. მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში. გუშინდელი მდგომარეობით, გამოძახების 550 ზარი დაფიქსირდა და ამ გამოძახებების უმეტესობა სწორედ გრიპის სიმპტომების გამო იყო“, — განაცხადა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცა.

გუშინდელი გამოძახებების ნაწილზე რეაგირება ვერ მოხერხდა, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს პროტოკოლი — შექმნას ახალი სადისპეტჩერო, საიდანაც გამოძახებების ოჯახის ექიმებზე გადამისამართება მოხდება.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის ვაქცინა შემოიტანეს

გარდა ამისა გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც „24/7“ რეჟიმში იმუშავებენ.

პროტოკოლი ამოქმედდება ბაღებსა და სკოლებშიც. დაწესებულება, რომელშიც ბავშვების გაცდენები 40%-ს გადააჭარბებს, სამი დღით დაიკეტება.

დავით სერგეენკომ მოსახლეობას მიმართა თხოვნით, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში პირველ რიგში მიმართონ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.

ყველა ახალი ამბავი
0