გორბაჩოვი: რუსეთსა და აშშ-ს შეუძლიათ მსოფლიო ახალი გზით წაიყვანონ

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშისაბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი დარწმუნებულია, რომ თუ რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი ვერ შედგება, „ყველა ქვეყანა გამალებულ შეიარაღებას შეუდგება“.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა სააგენტო Associated Press-ს რუსეთისა და აშშ-ის თანამშრომლობის შემთხვევაში მსოფლიოში მოვლენების განვითარების მისეული ხედვა გააცნო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„მსოფლიოს რუსეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა სჭირდება“, — ციტირებს სააგენტო გორბაჩოვის სიტყვებს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი ბიზნესს 20 იანვრამდე დატოვებს

სსრკ-ის ექს-პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამ ორ სახელმწიფოს შორის დიალოგი ვერ შედგა, „ყველა ქვეყანა გამალებულ შეიარაღებას შეუდგება“.

გორბაჩოვი დარწმუნებულია, რომ ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში რუსეთსა და აშშ-ს შეუძლიათ მსოფლიო ახალი გზით წაიყვანონ.

ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზეც გააკეთა კომენტარი.

„[დონალდ ტრამპს] პოლიტიკური გამოცდილება აკლია. თუმცა, შესაძლოა, ეს კარგიც კია“, — განაცხადა გორბაჩოვმა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ ამ პროცესს სათავეში სწორედ რუსეთი ჩაუდგა და მომხდარში რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი დაადანაშაულა.

მიხაილ გორბაჩოვის თქმით, იმ პერიოდში პოლიტიკოსები ხელისუფლებისთვის ბრძოლის ჟინით იყვნენ შეპყრობილი, ასეთ ადამიანებთან ერთად კი „დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია“. რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, მათ შესახებ ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ისინი „სიხარულისგან ხელებს იფშვნეტდნენ“, ვინაიდან სსრკ ათობით წლის განმავლობაში იყო „მათი შეშფოთების მიზეზი“.

ყველა ახალი ამბავი
0