უფასო ID-ბარათები და პასპორტი ნახევარ ფასად – იუსტიციის სამინისტროს აქცია

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები 15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში პირადობის დამადასტურებელ ელეტრონულ მოწმობას უფასოდ, ხოლო საზღვარგარეთის პასპორტის აღებას ნახევარ ფასად შეძლებენ.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობების (ID) გაცემაზე აქციას აწყობს.

2012 წლიდან საქართველოში ახალი პირადობის მოწმობები — ID-ბარათები გაიცემა. ამ დოკუმენტის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება შორი მანძილიდან, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID-ბარათი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა.

„გადავწყვიტეთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის გამოვაცხადოთ აქცია, 15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობების აღება შეგიძლიათ უფასოდ, ხოლო პასპორტის — 100-ის ნაცვლად 50 ლარად“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ პირდაპირ ეთერში გადასცა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
იუსტიციის სახლი მომხმარებელს ტაქსებით მომსახურებას შესთავაზებს

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შეღავათები ეხება მხოლოდ ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირველად იღებენ როგორც პირადობის მოწმობას, ისე პასპორტს. დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს დააწესებს. ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტი შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება ID ბარათს, საქართველოში განიხილება ახალი მოწმობების საშუალებით არჩევნების ელექტრონული სისტემის დანერგვის იდეა, თუმცა ამისთვის საკანონმდებლო ბაზა ჯერ არ არსებობს. არჩევნებში მონაწილეობისთვის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად პასპორტი ან პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა, პრაქტიკულად, მილიონ მოქალაქეს არ გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0