იუსტიციის სახლი მომხმარებელს ტაქსებით მომსახურებას შესთავაზებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ისარგებლოს ახალი და კომფორტული „Just Taxi-ს“ ავტომანქანებით.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის დღეიდან ახალ პროექტს  „Just Taxi“ აამოქმედებს, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

თბილისის იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ისარგებლოს ახალი და  კომფორტული „Just Taxi-ს“  ავტომანქანებით.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებები აღნიშნა

HONDA-სა და JAC-ის მარკის უახლესი მოდელების ავტომობილები კლიმატკონტროლის სისტემითა და კომფორტისთვის აუცილებელი ყველა აქსესუარითაა აღჭურვილი.

მგზავრს საშუალება ექნება, აირჩიოს გადახდის სასურველი — ნაღდი თუ საბარათე ანგარიშსწორების ფორმა.

ავტოპარკი დღეისათვის 15 მანქანისგან შედგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „Just Taxi-ს“ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზრდება, მანქანების რაოდენობა მოიმატებს. 

მგზავრობის ღირებულება ერთ კილომეტრზე 50 თეთრია.

Just Taxi–თ სარგებლობა სამუშაო დღეებში დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი, გამოსასვლელ დღეებში კი — დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0