საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან

© Energo-Pro Georgiaსაქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან
საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდულია.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. კომპანია Energo-Pro Georgia-ს ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. კომპანია ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ამარაგებს.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გზებზე და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის, მაღალმთიან აჭარასა და იმერეთში ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

„დიდთოვლობის გამო გართულებული იყო დაზიანების ადგილების აღმოჩენა. ზოგ შემთხვევაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურ სამსახურს გადაადგილება უჭირდა როგორც მანქანებით, ასევე ფეხით, რაც ართულებდა ადგილებზე აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შეტანას“, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

თოვლი - Sputnik საქართველო
თოვლმა აჭარის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდულია ხულოს, შუახევის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონების მაღალმთიან დასახლებებში, ასევე ხარაგაულის ნაწილშიც.

„განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხულოსა და ჭიათურაში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით დაზიანების ადგილებში გაგზავნილია ტექნიკური ბრიგადები კომპანიის სხვა ფილიალებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0