თოვლმა აჭარის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

© FB / Goderdzi თოვლი
თოვლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალური სამსახურები გზებზე გაწმენდით სამუშეობს ატარებენ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად მოხდება.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ხულოს რაიონში მეორე დღეა თოვს, რის შედეგადაც 25 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

მანდარინი - Sputnik საქართველო
აჭარაში სეტყვამ ციტრუსის მოსავალი დააზიანა

დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 15 სმ-ს მიაღწია, ხოლო მაღლობში კი 30სმ-ს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 50 სმ-ზე მეტია.  ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, აჭარის რამდენიმე სოფელში ბავშვთა ბაღებმა მუშაობა შეწყვიტა. დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილი დაკეტილია.

კომპანია Energo-Pro Georgia-ს წარმომადგენლები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რათა ეტაპობრივად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. 

ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0