დიდთოვლობა აჭარაში: ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გამოწერა
დიდთოვლობამ ზემო აჭარაში პრობლემები შექმნა – ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში ძლიერმა თოვამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტმა პირველი სტუმრები მიიღო

ელექტროენერგია სრულად მიეწოდებათ ქედის აბონენტებს. როგორც კომპანია Energo-Pro Georgia-ს წარმომადგენლები ამბობენ, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა დიდთოვლობის გამო გაძნელებულია.

„ხულოსა და შუახევის ნაწილს ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია. ამის მიზეზი არის უხვი თოვლი. უამინდობის გამო ტექნიკურ სამსახურს გადაადგილება უჭირს, თუმცა მუშაობა გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება", – განაცხადა Energo-Pro Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ დვალიშვილმა.

ხულოს რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტი დაბრკოლების გარეშე გადაადგილდება, ხოლო მაღალმთიანი სოფლების გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0