თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს ყველა მძებნელს 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმზე იწვევს.
ღონისძიება, რომელშიც მომსახურებისა და სამეწარმეო სფეროს დაახლოებით 40 კომპანია მონაწილეობს, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება.
დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, პირადად გაესაუბრონ დამსაქმებლებს, გააცნონ მათ საკუთარი გამოცდილება და მიიღონ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ.
ფორუმში მონაწილეობისთვის აუცილებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია ან სოციალური მომსახურების სააგენტოში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) მისვლა.