საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვა უმუშევარია

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რატომაა საქართველოში დასაქმების პრობლემა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში დასაქმებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი თითქმის ყველა ნაცნობი სამსახურს ეძებს.

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მეტყველებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წელს დასაქმების დონე 59%-ს შეადგენდა.

„ჩვენ ვხედავთ რეალობას, როცა დასაქმების ბაზარზე არის სერიოზული პრობლემა. მარტივად გეტყვით, ჩემ ირგვლივ, ფაქტობრივად, ჩემი ყველა ნაცნობი ეძებს სამსახურს, შორეული ნაცნობიც ეძებს სამსახურს. ყველა ცდილობს სადმე დასაქმდეს და რამე სამსახური იშოვოს. სამწუხაროდ, ბევრი წასულია საზღვარგარეთ და იქ ცდილობს დასაქმებას“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა დასაქმების საერთაშორისო პლატფორმა

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ლარის კურსის ვარდნა და ის, რომ არ იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის წილი.

„რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესის წილი საქართველოში ჯერჯერობით ვერ გაიზარდა. ეს ის ბიზნესია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების მაღალ მაჩვენებელს. ამას თუ დავუმატებთ იმ რეალობასაც, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოხდა, მართლაც ძალიან მძიმე ტვირთი აწევს ჩვენს მოსახლეობას“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0