ლოგიკური, მაგრამ არა მოსაწყენი

© FB/ UEFA Champions Leagueუეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის მონაწილე გუნდები
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის მონაწილე გუნდები - Sputnik საქართველო
გამოწერა

სანდრო ცნობილაძე

12 დეკემბერს ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ფლეი-ოფის ეტაპების კენჭისყრა გაიმართება. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ რაიმე სენსაციური არ შემოუთავაზებია. ჯგუფებიდან გავიდნენ ისინი, ვინც უნდა გასულიყვნენ.

ერთ-ერთ წინა წერილში, რომელიც ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ გამოქვეყნდა, ამა თუ იმ კლუბის წარმატება თუ წარუმატებლობა უეფას სარეიტინგო ცხრილში იმ ქვეყნების მიერ დაკავებული ადგილის პრიზმით დავინახეთ, რომლებსაც გუნდები წარმოადგენენ. მესამე ტურის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, რამდენიმე მომენტი დაემატა.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
არველაძემ უეფას ევროპის ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

პირველი — გამოცდილება. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ პრემიერ-ლიგა სჯობს საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს ლიგებს, მაგრამ ლონდონის „ტოტენჰემმა“ ვერ გაუძლო კონკურენციას „მონაკოსთან“ და ლევერკუზენის „ბაიერნთან“. მაურისიო პოჩეტინიოს და მის გუნდს მომხდარის ღრმა ანალიზი წინ აქვთ, მაგრამ ორი მიზეზი ზედაპირზე დევს: საშინაო მატჩების „უემბლიზე“ გადატანამ „ტოტენჰემი“ ჩვეულ გარემოს მოწყვიტა, შესაბამისად, მოსკოვის „ცსკა“-სთან მატჩის გარდა, გუნდმა ორივე საშინაო მატჩი წააგო.

იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მთლიანად კლუბის მენეჯმენტის მიერ მიღებული? როგორც ირკვევა, არა. უეფას ვებ-გვერდზე ამას წინათ გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „დეზებს“ „უაით ჰართ ლეინზე“ მატჩების გამართვის უფლება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის სტანდარტებთან სტადიონის შეუსაბამობის გამო აუკრძალა.

მეორე ფაქტორი, რამაც, ჩვენი აზრით, საბოლოოდ ლონდონელთა წარუმატებლობა განაპირობა, გამოუცდელობაა. „ტოტენჰემმა“ წააგო კონკურენციაში იმ გუნდებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მაინც და მაინც არ ბრწყინავენ, მაგრამ ჩატარებული თამაშების რაოდენობით „დეზებს“ აშკარად აღემატებიან.

© FB/ Zinedine zidane #5ზინედინ ზიდანი - „რეალის“ მთავარი მწვრთნელი
ზინედინ ზიდანი - „რეალის“ მთავარი მწვრთნელი - Sputnik საქართველო
ზინედინ ზიდანი - „რეალის“ მთავარი მწვრთნელი


ძალიან საინტერესო იყო თვალის დევნება იმისთვის, როგორ გეგმავენ გუნდები სამომავლო სტრატეგიას. გავიხსენოთ, რომ 1/8 ფინალში გუნდების დაწყვილების ერთ-ერთი პრინციპია ჯგუფების გამარჯვებულების ერთმანეთისგან განრიდება. განვიხილოთ ეს მომენტი მადრიდის „რეალის“ მაგალითზე.

სამეფო კლუბმა ბოლო ტურში სახლში ფრედ 2:2 ითამაშა დორტმუნდის „ბორუსიასთან“. ამ შედეგმა კი ზიდანის გუნდი მეორე ადგილზე დატოვა.

არაფერს ვამტკიცებთ და, მით უმეტეს, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ისეთ პროფესიონალებს, როგორებიც „რეალში“ არიან შეკრებილი, ბრალი საქმისადმი აგდებულ დამოკიდებულებში დავდოთ, მაგრამ მეორე ადგილზე დარჩენით „რეალის“ სავარაუდო მეტოქეები არიან: „არსენალი“, „ნაპოლი“, „მონაკო“, „ლესტერი“ და „იუვენტუსი“.

რა მოხდებოდა, მადრიდელები რომ პირველ ადგილზე გასულიყვნენ? მაშინ ისინი დაუპირისპირდებოდნენ ან „ბაიერნს“, ან „სიტის“, ან „პსჟ“-ს, ან „ბენფიკას“, ან „ლევერკუზენს“. განსხვავება ძალიან საგრძნობია! პირველი ჯგუფი აშკარად უფრო სუსტია, ვიდრე მეორე.

© FB/ Shota Arveladzeშოთა არველაძე - „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი
შოთა არველაძე - „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი - Sputnik საქართველო
შოთა არველაძე - „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი


ევროპა-ლიგამ ერთი „გმირი“ გვაჩუქა. ებრაული საკლუბო ფეხბურთი ევროპა-ლიგაზე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნაკლებმა მოტივაციამ შოთა არველაძის „მაკაბის“ ფლეი-ოფში გასვლის შანსი არ მისცა. ისრაელი ბეერ-შევას „ჰაპოელმა“ ასახელა. გუნდი ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდა, თან აღმოჩნდა ჯგუფში, სადაც „ინტერი“, „საუთჰემპტონი“ და პრაღის „სპარტა“ იყვნენ გაერთიანებული. „ნერო აძურისთან“ ორი თამაშის მოგებამ და კლოდ პიუელის გუნდთან ორი ქულის აღებამ დებიუტანტი ჯგუფიდან გაიყვანა.

ძალიან ახლოს იყო კიდევ უფრო დიდ სასწაულთან შვეიცარიული „ციურიხი“. გუნდს შეეძლო ტურნირის ისტორიაში გამხდარიყო პირველი კლუბი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე  დივიზიონშია, მაგრამ ფლეი-ოფში გასვლას ახერხებს.

და, ბოლოს, შოთა არველაძის შესახებ. ქართველი მწვრთნელის მომავალი გაურკვეველია. „მაკაბის“ მენეჯმენტში ე.წ. ორი დაჯგუფება არსებობს. პირველი არა მარტო შოთას, არამედ ხორდი კრუიფის წინააღმდეგიცაა, მეორე არველაძეს და ჰოლანდიელ სპორტულ დირექტორს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. უფრო დეტალურად შოთას მომავალზე მას შემდეგ ვისაუბროთ, რაც მის საქმეში მეტი კონკრეტიკა გაჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0