თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ წინანდალში პარასკევს გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა 29 წლის ყოფილ მეუღლეს სანადირო თოფით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი თელავის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ, მამაკაცმა იმავე იარაღით თვითმკვლელობა სცადა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა. მოგვიანებით დაჭრილს თელავის საავადმყოფოში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-ს ინფორმაციით განზრახ მკვლელოაში ბრალდებულს 3 დეკემბერს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მას ყოფილ მეუღლესთან მიკარება აკრძალული ჰქონდა. უფრო ადრე, კი იგი იარაღის შეძენა-შენახვა დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს და 1 დეკემბერს საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.