პოლიციამ თბილისში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრე ორგანიზაციების აქტივისტები დააკავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციას რუსთაველის გამზირზე არასამთავრობოები მართავენ, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას უპირისპირდებიან.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე  არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება. 

აქცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მისი სახელწოდებაა "დეკრიმინალიზაცია 2016".

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას უპირისპირდებიან.

გელა ლეჟავა - Sputnik საქართველო
ნარკოლოგებისთვის მარიხუანით მკურნალობის ეფექტურობა საეჭვოა

მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თარიღი უნდა იქცეს 10-წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ.

ისინი მოუწოდებენ  პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით აქციაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, 50-მდე აქტივისტი იღებს მონაწილეობას. მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და ამის გამო პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის. 


ყველა ახალი ამბავი
0