შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 75 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,98777 გრამ მეტადონს შეიცავს. ასევე ამოღებულია 9,2 გრამი ტრამადოლის შემცველი 64 აბი.

თბილისი, 9 დეკემბერი– Sputnik. პოლიციის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

ჰეროინი - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 75 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,98777 გრამ მეტადონს შეიცავს. ასევე ამოღებულია 9,2 გრამი ტრამადოლის შემცველი 64 აბი. 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0