სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცდილობდა საზღვარზე ჰეროინი შემოეტანა, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე დააკავეს საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე, რომელიც საქართველოში ჰეროინის შემოტანას ცდილობდა, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური

ბრალდებული, 1983 წელს დაბადებული ნ. ვ. „წითელ ხიდზე“ დააკავეს. პირადი ჩხრეკისას დაკავებულს აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის თანახმად 0,18 გრამ ჰეროინს შეიცავდა. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში არაერთგზის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ვ.-ს ნარკოტიკული საშუალება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0