სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშისამხრეთ კორეის პრეზიდენტი პან-კინ-ხე
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პან-კინ-ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმპიჩმენტი ახლა კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს ან უარყოს.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი გამოუცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

იმპიჩმენტს ხმა მისცა ეროვნული სათათბიროს 234-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა — 56, ხოლო თავი შეიაკავა ორმა დეპუტატმა. შვიდი ბიულეტენი გაუქმებულად ჩაითვალა.

პრეზიდენტის გადაყენების საბაბი პაკ კინ ჰესა და მის ძველ ნაცნობ ცოი სუნ სილის ირგვლივ განვითარებული დიდი კორუფციული სკანდალი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოი სუნ სილმა მისი მეგობრობა პრეზიდენტთან ანგარებიანი მიზნებისთვის გამოიყენა და სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდა.

ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
საფრანგეთის პარლამენტში ფრანსუა ოლანდის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია მომზადდა

კონსტიტუციის თანახმად, სამხრეთ კორეაში, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის.

პრეზიდენტის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს უნდა გადაეცეს მაშინვე, როგორც კი იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას სეულში პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაწვდიან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ჰან მუნ გუმ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0