საფრანგეთის პარლამენტში ფრანსუა ოლანდის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია მომზადდა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშიფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის იმპიჩმენტის რეზოლუციაში, რომელსაც 79 დეპუტატი აწერს ხელს, ქვეყნის მეთაურს სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის სპიკერმა კლოდ ბარტოლონემ აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის იმპიჩმენტის რეზოლუციის პროექტი შესთავაზა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

რეზოლუციას ხელი 79-მა დეპუტატმა მოაწერა, მათ შორის, საფრანგეთის ექს-პრემიერმა ფრანსუა ფიიონმა და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ კრისტიან ჟაკობმა, რომელმაც ოფიციალურად წარმოადგინა დოკუმენტი. პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რეზოლუციას მოგვიანებით ფრაქციის ათამდე წევრიც შეუერთდება. პროცედურა მოითხოვს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ინიციატივის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. 

მემარჯვენე დეპუტატები ოლანდს სახელმწიფო საიდუმლოს გათქმაში ადანაშაულებენ, რომელიც ოლანდმა გაამჟღავნა თავის წიგნში „პრეზიდენტმა ეს არ უნდა თქვას“. 

ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
ფრანსუა ოლანდი: ევროკავშირი მისი ფასეულობების უზრუნველყოფის გარეშე ვერ იარსებებს

რეზოლუციის ბედის გადაწყვეტა პარლამენტის სპეციალური ბიუროს პრეროგატივაა: თუ დოკუმენტი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება, ის ასამბლეის ქვედა პალატას გადაეცემა განსახილველად. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემთხვევაში კი ასამბლეის ორი პალატა უმაღლეს სასამართლოს შეკრებს, რომელიც სახელმწიფო მეთაურის იმპიჩმენტის საკითხს გადაწყვეტს.

ექს-პრემიერმა ფიიონმა, რომელმაც რეზოლუციას მოაწერა ხელი, აღნიშნა, რომ ინიციატივას წარმატების არანაირი შანსი არ აქვს, რამდენადაც მის მიღებას პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, საკანონმდებლო ორგანოში კი უმრავლესობა მემარჯვენეებს არ აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0