ბურჯანაძე: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები რუსეთისთვის მომგებიანია

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მხარესთან უფრო კონსტრუქციული მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ რუსეთს აწყობს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკა, რომლებიც  რუსეთის მისამართით მკვეთრი კრიტიკით არ გამოდიან.

 „რუსეთისთვის იდეალური სიტუაცია შეიქმნა. იმას ვგულისხმობ, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლებაა, რომელიც აღარ ლანძღავს, აღარ აგინებს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, აღარ იფურთხება რუსეთის მისამართით, მაგრამ სამაგიეროდ არც არაფერს არ ითხოვს“,- განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემაში „პრიორიტეტები“.

ბურჯანაძე უკმაყოფილოა, რომ ხელისუფლება რუსეთთან სერიოზულ სამუშაოს არ აწარმოებს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეთა ინტერესი საქართველოსადმი კვლავ იზრდება

 „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემაზე რუსეთს ვინმე სერიოზულად დაელაპარაკა? იცით, რუსეთთან დაკავშირებით როგორ არის საქმე? ჩვენ არ გეჩხუბებით, რუსეთი კი ამით აღფრთოვანებულია. იქ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამით კმაყოფილია. სტატუს ქვო, რომელიც საქართველოში არის, აწყობს რუსეთს. ოღონდ, არ აწყობს საქართველოს“, — აცხადებს პოლიტიკოსი.

ბურჯანაძის თქმით, ქართული მხარის მოთხოვნები კონსტრუქციული უნდა იყოს.

„ვაჭრობაზე კი არა, მოლაპარაკებაზე ვლაპარაკობ. როდესაც ნაბიჯს დგამ, იქიდანაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას, და ეს ნაბიჯები ადექვატური უნდა იყოს“,- ხაზი გაუსვა მან.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიაჭა.

ახალი ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ასახელებდა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.


ყველა ახალი ამბავი
0