თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლო პარასკევს მოქანდაკე ზურაბ წერეთლის დავალიანების შესახებ სარჩელს განიხილავს. საუბარია 265 ათასზე მეტ რუბლზე, რომელიც მოქანდაკეს XIX საუკუნის სახლის იჯარისთვის აქვს გადასახდელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სასამართლოს პრეს-სპიკერ ემილია ხილზე დაყრდნობით.
„სასამართლო 9 დეკემბერს არსებითად განიხილავს რუსეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა მართვისა და გამოყენების სააგენტოს სარჩელს 2015 წლის 8 ივნისიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში შტეინგეილის სახლის იჯარის დავალიანების (265 ათასი რუბლის ოდენობით) შესახებ“, — განაცხადა პრეს-მდივანმა.
მისი თქმით, პარასკევს სამოქალაქო საქმის არსობრივი განხილვა გაიმართება.
ზურაბ წერეთელი — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტია.