პეტერბურგში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი იესო ქრისტეს ქანდაკების დადგმას აპირებენ

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ წერეთელი მასტერკლასებს ატარებს
ზურაბ წერეთელი მასტერკლასებს ატარებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის გამო, რომ ქანდაკების სიმაღლე 80 მეტრია, ძეგლისათვის ადგილის შერჩევა გართულდა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლება ქალაქში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი იესო ქრისტეს ქანდაკების დადგმაზე მსჯელობს, ძეგლის ადგილის არჩევა მისი 80-მეტრიანი სიმაღლის გამო გართულდა, პარასკევს აცნობა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости —ს ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის კომიტეტის წარმომადგენელმა.

„პეტერბურგის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ  ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის კომიტეტს დაავალა განიხილოს ძეგლის დადგმის შესაძლებლობები. საკითხი განხილვის სტადიაშია, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“,-მოუთხრო რესპონდენტმა სააგენტოს და აღნიშნა, რომ ქანდაკების დადგმის ერთ-ერთ შესაძლო ადგილად განიხილება პეტერბურგის ნევის რაიონი.

წერეთლის შექმნილი ქანდაკება საახალწლო ნაძვის ხედ გადააქციეს - Sputnik საქართველო
წერეთლის შექმნილი ქანდაკება საახალწლო ნაძვის ხედ გადააქციეს

ადრე მედიის ზოგიერთი საშუალება იუწყებოდა, რომ ზურაბ წერეთელმა პეტერბურგის ხელისუფლებას ქალაქში 80 მეტრის სიმაღლის იესო ქრისტეს ქანდაკების დადგმა შესთვაზა (ქანდაკება-33 მეტრი და 47 მეტრი-კვარცხლბეკი). თავდაპირველად ამ ქანდაკების დადგმა სოჭში იგეგმებოდა, მაგრამ მისთვის შესაბამისი მოედანი ვერ მოიძებნა.

მსოფლიოში ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკების სიმაღლე, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში კორკოვადუს მთაზეა აღმართული, 38 მეტრს შეადგენს (კვარცხლბეკის ჩათვლით).

2005 წელს წერეთელმა პეტერბურგს პეტრე პირველის ძეგლი აჩუქა. მისი სიმაღლე 6 მეტრია, კვარცხლბეკის სიმაღლე-7 მეტრი. თავდაპირველად მოქანდაკე ქანდაკების დადგმას პეტერბურგის ისტორიულ ნაწილში მოითხოვდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის  ვასილევის კუნძულის დასავლეთ ნაწილში სასტუმრო „პრიბალტიისკაიას“ წინ დაიდგა.

ყველა ახალი ამბავი
0