თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები ქალაქის ცენტრს საახალწლო დღესასწაულებამდე რთავენ.
საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მონტაჟდება საახალწლო სათამაშოები და განათებები, რომლებიც, როგორც ქალაქის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, წელს მთლიანად განახლდა.
ტრადიციისამებრ, ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის ძველ შენობასთან დაიდგმება. იქვე გაეწყობა ბავშვებისათვის განკუთვნილი საახალწლო ქალაქი, სადაც იქნებიან თოვლის ბაბუები, გაიყიდება სუვენირები და ჩატარდება სხვადასხვა გასართობი აქციები.
ქალაქში ყველაზე მკვეთრად განათდება ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი წმინდა გიორგის ქანდაკება თავისუფლების მოედანზე. ბოლო წლების განმავლობაში მას სპეციალური საახალწლო ილუმინაციით რთავენ, რომელიც მიწიდან ზედა ბოლო წერტილამდე იჭიმება და რომელიც ღამით უზარმაზარ ნაძვის ხეს წააგავს.