ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს 2017 წელს ეწვევა

© REUTERS / LEHTIKUVAესტონეთის პრეზიდენტი
ესტონეთის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ესტონეთის სახელმწიფოს მეთაური კერსტი კალიულაიდი საქართველოს 2017 წელს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

საქართველოს და ურუგვაის დელეგაციების შეხვედრა - Sputnik საქართველო
პარიზში საქართველოსა და ურუგვაის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ცნობილი პარიზში „ღია პარტნიორობის მეოთხე გლობალური სამიტის“ (OGP) ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გახდა.

კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოსთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას გააგრძელებს.

მარგველაშვილმა, თავის მხრივ, ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოობის, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის. 

საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივნისიდან იღებს სათავეს. ქვეყნები თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0