აშშ-ის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დამნაშავე 13 აგვისტოს თუშეთის გზაზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) წარედგინა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ აშშ-ის მოქალაქის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ ჭინჭარაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
მკვლელობა თბილისის პარკში: ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსერს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე 13 აგვისტოს თუშეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მას  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭინჭარაშვილი დამნაშავედ სცნო და 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0