მკვლელობა თბილისის პარკში: ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოწერა
ნიკა ჭკადუას მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მცხოვრები ზვიად ბოჭორიშვილი ნიკა ჭკადუას მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საზარელი მკვლელობა თბილისში: ბრალდებულმა პენსიონერის ორგანოები შეჭამა

დანაშაული მიმდინარე წლის 24 ივნისს მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზვიად ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა თავის ნაცნობ ნიკა ჭკადუას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.

ზვიად ბოჭორიშვილმა  სიტუაციის გარკვევის მიზნით იმავე დღეს ნიკა ჭკადუა წყალსადენის ქუჩაზე განთავსებულ პარკში დაიბარა.

შეხვედრისას ზვიად ბოჭორიშვილს და ნიკა ჭკადუას კვლავ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც, განზრახ მოკვლის მიზნით, ზვიად ბოჭორიშვილმა ნიკა ჭკადუას დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა.

ნიკა ჭკადუა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზვიად ბოჭორიშვილი იმავე დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით — „განზრახ მკვლელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0