პროექტი Check in Georgia: გაგრძელება იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliკულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც 2016 წელს დაიწყო, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი – Check in Georgia, რომელსაც საქართველოს მთავრობა საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით წელს ახორციელებს, 2017 წელსაც გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მან აღნიშნა, რომ მომავალი წლის კონცერტების პროგრამა ცნობილი გაზაფხულზე გახდება. მანამდე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღონისძიებების ჩასატარებლად წინადადებების მიღებას გამოაცხადებს.

„პროგრამა Check in Georgia მრავალფეროვანი იქნება. А კლასის შემსრულებლები იქნებიან, ასევე ფოლკლორიც, რაც საქართველოში ტურისტებს ასე ძალიან აინტერესებთ. ვფიქრობ, მომავალ წელს ძალიან საინტერესო კულტურული კალენდარი გვექნება“, – განაცხადა გიორგაძემ.

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
ქართული კულტურა რუსულ უმაღლეს სასწავლებლებს იპყრობს

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის 20 მაისისთვის დაგეგმილი Aerosmith-ის კონცერტის დაფინანსებას თავის თავზე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena აიღებს.

„Aerosmith-ის კონცერტი დარბაზის ოპერაციული საშუალებებით დაფინანსდება, ნაწილობრივ თანხა ბილეთების გაყიდვით და სპონსორების მიერ დაიფარება“, – განმარტა გიორგაძემ.

პროექტ Check in Georgia-ს ბიუჯეტის უკეთესი მართვის უზრუნველსაყოფად მთავრობამ „ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო“ შექმნა. საბჭოს მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის სრულყოფა.

Aerosmith - Sputnik საქართველო
ლეგენდარული Aerosmith საქართველოში 2017 წელს გამოვა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2016 წელს საქართველოში ისეთი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები ჩატარდა, როგორებიც არიან ეროს რამაზოტი და რობი უილიამსი, Maroon 5, ხოსე კარერასი, ასევე ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების მრავალრიცხოვანი გამოსვლები, მრავალი ფესტივალი, გამოფენა და სხვა ღონისძიება.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან Check in Georgia-ს პროგრამისთვის 28 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტის მომავალი წლის ზუსტი ბიუჯეტი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0