საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი აპარატურითაა შესაძლებელი

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი თოდუას კლინიკაში
გიორგი კვირიკაშვილი თოდუას კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეების მკურნალობას ინოვაციური დანადგარების გამოყენებით მთავრობა დააფინანსებს.

თბილისი, 7 დეკემბერი— Sputnik. საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის უახლესი აპარატურა ჩამოიტანეს, რადიოქირურგიული სისტემა EDGE აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში მოათავსეს.

სამედიცინო აპარატურა  კლინიკის ახალ კორპუსში დამონტაჟდება, რომლის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა.  აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა. პრემიერის თქმით, მოქალაქეების უახლესი აპარატურით მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. 

მწეველი გოგონა - Sputnik საქართველო
ონკოლოგები ხელისუფლებას თამბაქოს პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ

 „ეს არის ისეთი აპარატურა, რომელიც არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. ის, რის გამოც ჩვენს თანამემამულეებს უწევდათ საკუთარი ქონების გაყიდვა, ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის აღება (საზღვარგარეთ მკურნალობისთვის — რედ.) დღეს შესაძლებელია საქართველოში. ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარების საქმეში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დიდი წვლილი.  

 „აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ნამდვილად არის ადამიანი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. იგი 1990 წელს ჩამოვიდა საქართველოში (რუსეთიდან — რედ.), ამ კლინიკაში 34 მლნი ევროს ინვესტიცია განახორციელა და ეს მართლაც ძალიან მისასალმებელი საქმეა, რადგან, მოგეხსენებათ, სახლში საკუთარი კედლებიც კურნავს ადამიანს“, — აღნიშნა პრემიერმა.

რაიოქირურგიული სისტემა  Edge გასულ წელს შეიქმნა, რომელიც ზუსტად ამარცხებს სიმსივნურ უჯრედებსა და სხვა პათოლოგიებს ქირურგიული ჩარევის გარეშე. ამასთან აღნიშნული აპარატურა ჯანმრთელ ქსოვილებს არ აზიანებს.


ყველა ახალი ამბავი
0