ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

© OSCE / Mikhail Evstafyevეუთოს დროშა
ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰამბურგში ეუთოს-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოებისა და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრა ჰამბურგში 8-9 დეკემბერს გაიმართება. ალიანსის ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების ბაზაზე ნატოსა და ცალკეული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ხაზი გაგრძელდება. ამის შესახებ ბრიუსელში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.  

ეუთოს დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო: ქართული მედია უფრო თავისუფალი გახდა

„ვარშავის სამიტის ბაზაზე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ხაზს ვინარჩუნებთ. ჩვენ ასევე ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი თავდაცვისუნარიანობა“, — ციტირებს „რია ნოვოსტი“ შტაინმაიერს.

„აქედან (ბრიუსელიდან) უმეტესობა ჩვენგანი ჰამბურგში ეუთოს კონფერენციაზე წავა, სადაც საუბარი ასევე შეეხება ევროპულ უსაფრთხოებას, სადაც ჩვენ ჰამბურგში ამ კონფერენციის მოედანზე… ვისაუბრებთ, შესაძლოა თუ არა ამ დამთბარ სიტუაციაში, რომელშიც ამ დროისთვის ჩვენ ვხვდებით, საწინააღმდეგო სიგნალები გამოჩნდეს, მაგალითად, სიგნალები ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ“, — დასძინა შტაინმაიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0