ბათუმის პორტმა, მცირეწლოვანი ბავშვის გამო, უამინდობის პირობებში თბომავალი მიიღო

© Flickr/ Ucha Dolaberidzeშტორმი ბათუმში
შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის პორტმა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უკრაინიდან მომავალი თბომავალი მიიღო, რომელიც მგზავრის მდგომარეობის გამო დახმარებას ითხოვდა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შტორმის მიუხედავად ბათუმის პორტმა მიიღო თბომავალი Greifswald-ი, რომლის ბორტზე მცირეწლოვანი ბავშვი შეუძლოდ იყო, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საკოორდინაციო ცენტრში შევიდა სასწრაფო სიგნალი თბომავალ GREIFSWALD-დან, რომლის კაპიტანი იუწყებოდა, რომ გემზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი (მოლდოვის მოქალაქე), რომელსაც აღენიშნებოდა თავბრუს ხვევა და ცხვირიდან სისხლდენა.

„გემი ბათუმის ნავსადგურიდან 15 მილის დაშორებით იმყოფებოდა და უამინდობის გამო მასთან მისვლა შეუძლებელი იყო. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, თბომავალის ნავსადგურში შემოყვანა გადაწყდა და 18:00 საათზე გემმა GREIFSWALD ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის მითითებით კურსი აიღო ბათუმის ნავსადგურისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ - Sputnik საქართველო
შტორმი ბათუმში: ბულვარის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების დახმარებით გემი GREIFSWALD-ი 19:30 საათზე შევიდა ბათუმის ნავსადგურში და მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად გადაიყვანეს ხმელეთზე, სადაც მათ დახვდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ოჯახი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღნიშნეს სააგენტოში.

თბომავალი Greifswald-ი, რომელიც პანამის დროშით დაცურავს, ჩერნომორსკი-ბათუმის მარშრუტით კურსირებს.

ყველა ახალი ამბავი
0