თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. აჭარაში შტორმმა, რომელმაც 5 ბალს მიაღწია, ბათუმის ბულვარს ზიანი მიაყენა, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.
შავ ზღვაზე შტორმმა, უამინდობამ და ძლიერმა ქარმა სანაპირო ზოლს ზიანი მიაყენა. ახალი ბულვარისა და „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია სილითა და ქვა-ღორთითაა დაფარული.
„დღეს ბათუმის აკვატორიაში დილიდანვე დაიწყო სრულმასშტაბიანი სამუშაოები… მობილიზებულია სპეციალური სამსახურები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მალე ბათუმის ბულვარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ტერიტორია გაიწმინდება და მოწესრიგდება“, — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
ჯერჯერობით ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. ამ დროისათვის ბათუმის ბულვარში სტაბილური ვითარებაა.


