საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღო

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ახალ დონეზე გადადის, აღნიშნეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე.

გაფართოებულ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
საქართველოს ბრწყინვალების ორდენის კავალერი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. დოკუმენტს 6 ივლისს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რისთვისაც კარპენტერმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0