2017 წლის იანვრიდან თვითმფრინავები ამბროლაურის რეისებს შეასრულებენ

© Ambrolauriამბროლაური, რაჭა
ამბროლაური, რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაჭის რეგიონში ფრენებს ავიაკომპანია „სერვისეირი“ განახორციელებს, რომელიც რეისებს საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონში-სვანეთში ასრულებს.

თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. თბილისსა და მაღალმთიან რაჭას შორის რეგულარული ავიამომოსვლა 2017 წლის იანვრიდან დაიწყება- ფრენების განრიგი შემდეგ კვირას გახდება ცნობილი, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ამბროლაურში 6 ოქტომბერს გაიხსნა. აეროდრომის სიგრძე 1,1 კილომეტრია, სიგანე 30 მეტრი. პირველი ახალ აეროდრომზე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი დაეშვა.

 „აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა ამბროლაურში წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურად სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს და ფრენა 2017 წლის იანვრიდან დაიწყება“,-იუწყებიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

აეროდრომი ამბროლურში - Sputnik საქართველო
საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ახალი აეროდრომი გაიხსნა

ინფორმაციის თანახმად, ფრენებს ქართული ავიაკომპანია „სერვისეირის“ თვითმფრინავები განახორციელებენ, რომლებსაც 17 მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ. 

ამჟამად „სერვისეირი“ რეისებს ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისისა და მესტიის მიმართულებით ახორციელებს.

ახალი ობიექტი რაჭა-ლეჩხუმში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვან იმპულსს იძლევა, რადგან თბილისიდან 257 კილომეტრში მდებარე ობიექტის მიმართულებით ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აეროპორტის გახსნაზე.

რეგულარული რეისების წყალობით რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს, შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა, ასევე — დედაქალაქში ნებისმიერ დროს ჩასვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთში აეროდრომს ააშენებენ

საქართველოში ამჟამად ოთხი მოქმედი აეროპორტია. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარეუბანში, ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.  

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. შიდა და საერთაშორისო რეისების გარდა აეროპორტი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების ადგილობრივ ავიაფრენებს ემსახურება. 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრშია.

თამარ მეფის სახელობის მესტიის მცირე აეროპორტი, მხოლოდ ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება.


ყველა ახალი ამბავი
0