საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ახალი აეროდრომი გაიხსნა

© Сайт Георгия Квирикашвилиაეროდრომი ამბროლურში
აეროდრომი ამბროლურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილის თვითმფრინავი პირველი დაჯდა ახალგახსნილ აეროდრომზე.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს რაჭაში, ამბროლაურში აეროდრომი გახსნა სამოქალაქო რეისებისათვის. 

ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.

ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რის შესახებაც განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 16 აგვისტოს გააკეთა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა.

აეროპორტი მესტიაში - Sputnik საქართველო
რაჭაში აეროდრომი აშენდება

ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე 125 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 75 ადგილობრივი მცხოვრები იყო. ამბროლაურის აეროპორტი თანამედროვე სისტემებით და საჭირო სპეცავტოტექნიკით აღიჭურვება და 30-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესწავლის სტადიაშია ასაფრენი ზოლის დაგრძელების პერსპექტივა, რათა აეროპორტმა 50-ადგილიანი საჰაერო ხომალდების მიღება შეძლოს.

რაჭა-ლეჩხუმის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დაწყება, — ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნა და რეგიონის მოსახლეობას მიულოცა ეს მოვლენა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონში, სულ მალე იქნება ბევრი ტურისტი, განვითარდება ინფრასტრუქტურა, ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროები და ზამთრის კურორტები, რაც აქამდე შესაძლებელი არა იყო და, ახალი აეროდრომის მეშვეობით, რეალურია. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაც დასრულდება და ამბროლაურში სრულიად გამართული, საერთაშორისო სტანდარტების სამთო აეროდრომი იქნება. 


ყველა ახალი ამბავი
0