ზემო ლარსი დღეს: მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: მოქმედებს სპეციალური რეჟიმები

გუდაური-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, კოლონებად ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

იმავე ავტომაგისტრალის მლეთა-კობის მონაკვეთზე ლიპყინულის გამო, დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ყველა ახალი ამბავი
0