ვითარება საქართველოს გზებზე: მოქმედებს სპეციალური რეჟიმები

© photo: Sputnik / Albina Olisaevaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია. ამასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სპეციალური რეჟიმები დააწესა.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

© FB/ საავტომობილო გზების დეპარტამენტიმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა - Sputnik საქართველო
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა

ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის საზღვრისკენ გზაზე) საავტომობილო გზის 80-97 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო — ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ლიპყინული — ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვრისკენ გზაზე) საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188 კმ, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

© FB/ საავტომობილო გზების დეპარტამენტისაქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა აიკრძალა - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის 1-70 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-60 კმ, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0