თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გამარჯვებულებს ასახელებს

© Fotolia / Syda Productionsხალხი კონოში
ხალხი კონოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი ჯილდო მიიღო რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „უცხო სახლი“.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო XVII ფესტივალი, რომელიც თბილისში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, გამარჯვებულებს ასახელებს.

„ოქროს პრომეთე“ ფორუმზე მიიღო რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „უცხო სახლი“, „ვერცხლის პრომეთე“ კი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა რეჟისორს ისრაელიდან იანივ ბერმანს ფილმისთვის „პატარა ადამიანების მიწა“.

ეროვნულ კონკურსში საუკეთესო მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა რეზო ესაძის „თვე, როგორც ერთი დღე“, საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის „ეს ცხოვრებაა“.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა გიორგი თოდრიას სურათმა „დაკარგული სოფელი“.

ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
ქართული ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პრემიერა აშშ-ში გაიმართება

ფესტივალზე განსაკუთრებულად იყო ნახსენები სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“ და ხათუნა ხუნდაძის „ჩვენი წელთაღრიცხვის 2015 წელი“.

წელს ფესტივალი პოლიტიკას მიეძღვნა – სექციაში Bios Politikos მაყურებელმა პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე საინტერესო და აქტუალური ასპექტის შესახებ გადაღებული ათი ფილმი ნახა. 

ფესტივალის ძირითად საერთაშორისო კონკურსზე წარმოდგენილი იყო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმები, შექმნილი საქართველოს, საფრანგეთის, რუმინეთის, ისრაელის, თურქეთის, ხორვატიის, დანიის, ბულგარეთის, პოლონეთის, სერბეთის, ბოსნია–ჰერცეგოვინას და გერმანიის რეჟისორების მიერ.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო საფრანგეთში მცხოვრები კანადელი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტი.

ჩემი ცოლის დაქალები - Sputnik საქართველო
ქართული სერიალების ტოპ-ხუთეული

სექციაში „ქართული პანორამა“ წლის საუკეთესო 20 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური სურათი აჩვენეს.

კატეგორიაში „ქვეყანა ფოკუსში“ 2016 წელს წარმოდგენილი იყო პოლონეთი და პოლონელი რეჟისორების თანამედროვე შემოქმედება. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა მასტერ-კლასი და დისკუსია, ასევე ცნობილი ირანელი კინორეჟისორის აბას კიაროსტამის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური კინოჩვენება.

კინოფესტივალს ყოველ წელს ატარებს კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0