„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიაზე 22,2 მილიონი ლარი დახარჯა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliქართული ოცნების ყრილობის გახსნა
ქართული ოცნების ყრილობის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე მონაცემები გამოაქვეყნა.

თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხარჯებმა 22,2 მილიონი ლარი შეადგინა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, ოთხთვიანი წინასაარჩევნო კამპანია უძღვებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა 39,4 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: მიღებულია შემაჯამებელი ოქმი

ხარჯთა ჯამის მიხედვით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“-4,4 მილიონი ლარი, მესამეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 2,5 მილიონ ლარზე მეტი.

სხვა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ხარჯების ჯამური მოცულობა — 6,2 მილიონ ლარზე მეტი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში 150-დან 115 ადგილი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში 27 დეპუტატის გაყვანა შეძლო.

„პატრიოტთა ალიანსს“ ექვსი ადგილი აქვს. კიდევ ორი ადგილი „მრეწველების“ წარმომადგენელმა სიმონ ნოზაძემ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. 


ყველა ახალი ამბავი
0