არჩევნები საქართველოში: მიღებულია შემაჯამებელი ოქმი

გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმი მიიღო, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად — 8 და 30 ოქტომბერს ჩატარდა.

„პროცედურის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი „საკანონმდებლო მაცნეს“ გადაეგზავნება, რომელიც შემაჯამებელ ოქმს ოფიციალურად გამოაქვეყნებს“, — განაცხადა ჟვანიამ.

რაც შეეხება პარლამენტის ახალი მოწვევის პირველ სხდომას, ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტს.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 27 ადგილი ერგო, საკანონმდებლო ორგანოში ასევე შევიდა „პატრიოტთა ალიანსის“ 6 წარმომადგენელი, 1 – „მრეწველებიდან“ და ერთიც — დამოუკიდებელი კანდიდატი.

ყველა ახალი ამბავი
0