ბრიტანელი დეპუტატები საქართველოში შეხვედრებს მართავენ

© Парламент Грузииდიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტები თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ, იუწყება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.

დეპუტატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მომავალი თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ქვეყნებს შორის, ასევე პარლამენტთა შორის. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ და ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისთვის, რათა უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ბრიტანელ პარტნიორებთან“, — განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ ჯანელიძე და ალან დუნკანი - Sputnik საქართველო
საქართველო და დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორშაბათს დაიწყო, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.

საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დაამყარეს. მხარეები რეგულარულად მართავენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დიდ ბრიტანეთთან 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 137 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0