6 დეკემბერი, სამშაბათი
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ღამით და დღის პირველ ნახევარში ნალექის სახით ძირითადად თოვლია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ღამით ასევე მოთოვს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ქარი როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 3 პლიუს 2, დღისით კი 0 პლიუს 5. მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10 იქნება, დღისით კი მინუს 6-1გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 6 —1, დღისით კი მინუს 2 პლიუს 3. მაღალ მთაში ღამით მინუს 17-12 იქნება, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსი.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ღამით მინუს 2, დღისით კი პლიუს 2 გრადუსი იქნება.
7 დეკემბერი, ოთხშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან თოვლის სახით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 3 პლიუს 2, დღისით კი პლიუს 5-10. მაღალ მთაში ღამით მინუს 16-11 იქნება, დღისით კი მინუს 6-1გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 9-4, დღისით კი პლიუს 2-7. მაღალ მთაში ღამით მინუს 17-12 იქნება, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსი.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ღამით მინუს 6, დღისით კი პლიუს 5 გრადუსი იქნება.
8 დეკემბერი, ხუთშაბათი
დასავლეთ საქართველოს რაიონებში თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს, მაღალ მთაში ქარბუქია მოსალოდნელი. ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 2 პლიუს 3, დღისით კი მინუს 1 პლიუს 4. მაღალ მთაში ღამით მინუს 13-8 იქნება, დღისით კი მინუს 9-4 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით იქნება 0 პლიუს 5, დღისით კი მინუს 2პლიუს 3. მაღალ მთაში ღამით მინუს 16-11 იქნება, დღისით კი მინუს 11-6 გრადუსი.
თბილისში ღამით მცირე თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ღამით მინუს 1, დღისით კი პლიუს 2.