თბილისის ცენტრში სახლი დაიწვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. თბილისის ცენტრში, მაზნიაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სახურავი დაიწვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თბილისში შალვა დადიანის ქუჩაზე ისტორიული სახლის კედელი ჩამოინგრა - Sputnik საქართველო
თბილისში ძველი სახლის კედელი ჩამოინგრა, მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ცეცხლი 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრეებმა სახლის მცხოვრებთა ევაკუაცია დროულად მოახდინეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0