საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა

© facebook.com/GaribashviliOfficial"დელტას" სამხედრო ქარხანა
დელტას სამხედრო ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფისკალური სტიმულირება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა — საქართველოში ოქტომბრის თვეში  ეკონომიკურმა ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3% შეადგინა, მაშინ როდესაც სექტემბრის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 1,5% შეადგინა.

2016 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალურმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა 2,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ მასალებში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა 3%-დან 3,5%-მდე ივარაუდა. 

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს საგარეო - სავაჭრო ბრუნვა კვლავაც გაიზრდება

საქართველოში ეკონომიკურ ზრდას კვლავინდებურად ხელს უშლის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული სირთულეები, თუმცა, გააქტიურდნენ შიდა და საგარეო ინვესტორები. გაუმჯობესდა სამშენებლო სფეროში ვითარება და ასევე დადებითად მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი  სავაჭრო რეჟიმის არსებობა.  

ეროვნული ბანკის მასალებში აღნიშნულია, რომ პროგნოზის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და  ფისკალური სტიმულირებისთვის დაგეგმილმა ღონისძიებებმა, რაც ინვესტიციების ზრდის პერსპექტივას იძლევა. გარდა ამისა, დადებითი ეფექტი ექნება რეფინანსირების განაკვეთის დაწევას.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის პროგნოზის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,4% იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-მდე გაზრდას პროგნოზირებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0