რეფერენდუმი იტალიაში: უკანასკნელი ცნობები და პროგნოზები

CC BY-SA 2.0 / Davide Oliva / Italiaიტალიის დროშა
იტალიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელიაში რეფერენდუმი ტარდება, რომელიც იტალიის სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების სისტემაში არსებული რესპუბლიკის სენატის როლისა და ფუნქციების ცვლილებებს ეხება.

თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. კვირას, დილის 7 საათზე იტალიაში 61 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც მატეო რენცის მთავრობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე სახალხო რეფერენდუმი ტარდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

კენჭისყრაში მონაწილეობას 47 მილიონი იტალიელი მიიღებს, რომლებმაც ქვეყნის ძირითადი კანონის ცვლილებებს "კი" ან "არა" უნდა უთხრან. მთავრობის კანონპროექტი, რომელიც იტალიის სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების სისტემაში არსებული რესპუბლიკის სენატის როლისა და ფუნქციების ცვლილებას ეხებოდა, პარლამენტში ორი წლის მანძილზე განიხილებოდა და 12 აპრილს საბოლოოდ დამტკიცდა. რადგან დამტკიცებისას პარლამენტის პალატებში რეფორმამ ხმათა უმრავლესობა(ორი მესამედი) არ მიიღო, ის სახალხო განხილვაზეა გამოტანილი.

რეფერენდუმის მთავარ  ინტრიგას რენცის პოლიტიკური ბედი წარმოადგენს, რომელიც პრემიერმა სახალხო კენჭისყრის შედეგებს დაუკავშირა. 7-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისას ის არაერთხელ იმეორებდა, რომ რეფორმის მოწინააღმდეგეთა გამარჯვების შემთხვევაში მზად არის გადადგეს. „თუ კი რეფერენდუმზე წავაგებ, ეს ჩემი პოლიტიკის მარცხი იქნება", — განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე. მოგვიანებით რენცი ამ პოზიციის კორექტირებას რამდენიმეჯერ უშედეგოდ ცდილობდა. 

სერჯო მატარელა - Sputnik საქართველო
სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში მიიწვია

საარჩევნო უბნები 23.00 საათზე დაიხურება. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, კენჭისყრის შედეგები ამომრჩეველთა აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა რეფორმის მოწინააღმდეგეთა გარკვეული უპირატესობა აჩვენა. მიუხედავად ამისა, პალერმოში ერთ-ერთ საბოლოო წინასაარჩევნო მიტინგზე რენციმ განაცხადა: „რეფერენდუმის შედეგი აბსოლუტურად ღიაა: თამაში ზღვარზე გადის".

პირველი ეგზიტპოლების შედეგები კენჭისყრის დასრულებისას გამოქვეყნდება, ოფიციალური შედეგები კი ორშაბათს გამოცხადდება. ეს რეფერენდუმი იტალიის რესპუბლიკის ისტორიაში მესამე იქნება. პირველი 2001 წელს ჩატარდა და იმ მოქალაქეთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს "კი" უთხრეს, 2006 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე კი "არას" მომხრეებმა გაიმარჯვეს.


ყველა ახალი ამბავი
0