სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში მიიწვია

© REUTERS / Heinz-Peter Baderსერჯო მატარელა
სერჯო მატარელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება, რომელმაც პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრისას მას იტალიის პრეზიდენტის მიწვევა გადასცა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი იტალიაში მიიწვია.

გიორგი მარგველაშვილს შესაბამისი მიწვევა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ გადასცა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, იმსჯელეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. მხარეებმა აქცენტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე გააკეთეს. პოლიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი.

იტალიის დროშა - Sputnik საქართველო
საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი 2017 წელს გაიმართება

ქვეყნის პირველმა პირმა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯენტინოლიმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა უკვე გამართა. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან. თბილისის შემდეგ იტალიელი დიპლომატი ბაქოსა და ერევანს ეწვევა.

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. მხარეები თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0