საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი 2017 წელს გაიმართება

CC BY-SA 2.0 / Davide Oliva / Italiaიტალიის დროშა
იტალიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი იმყოფება, ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან ბიზნესმენებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველი და იტალიელი მეწარმეების ბიზნეს-ფორუმი იტალიაში 2017 წელს გაიმართება, ამის შესახებ ცნობილი თბილისში გამართულ საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა.

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ორშაბათს ჯენტინოლიმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა გამართა.

„ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა იტალიელმა მეწარმეებმა საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტი გაიგონ. ამას ხელს შეუწყობს ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი, რომელიც იტალიაში მომავალ წელს ჩატარდება“, — განაცხადა ჯენტილონიმ პრესკონფერენციაზე.

საქართველო-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალზე ნაყოფიერია, აღნიშნა ჯანელიძემ. 

პაოლო ჯენტილონი - Sputnik საქართველო
საქართველოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

„მაგალითად, მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 30%-ით გაიზარდა. ჩვენ შესაბამის იტალიურ სააგენტოებთან ვთანამშრომლობთ, იმ სააგენტოებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ექსპორტს და ასევე ეკონომიკური ტიპის სხვა სამსახურებთან. საქართველოში იტალიური კომპანიები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ბევრ სხვა სფეროშია წარმოდგენილი“, — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) უცხოელი ბიზნესმენების ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას, განმარტა ჯანელიძემ.

იტალია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობა, ასევე ქვეყნის სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ უჭერს მხარს, ხაზგასმით აღნიშნეს მხარეებმა.

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. მხარეები თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0