საქართველოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშიპაოლო ჯენტილონი
პაოლო ჯენტილონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაოლო ჯენტილონი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. იტალიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 7 ნოემბერს ეწვევა, ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის მთავარი თემა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროში ორმხრივი ურთიერთობები, რეფორმები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები იქნება.

ვიზიტის ფარგლებში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. 

რომი - Sputnik საქართველო
იტალიის დედაქალაქში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა

ჯენტილონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საჯარო ღონისძიებაში „საქართველო-იტალიის პარტნიორობა და ევროპის მომავალი“ და ასევე მოინახულებს იუსტიციის სახლს.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ეს იქნება პირველი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოში. 

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროში თანამშრომლობენ.


ყველა ახალი ამბავი
0