იტალიის დედაქალაქში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა

© Flickr / Sean MacEnteeრომი
რომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე და მისი იტალიელი კოლეგა შეთანხმდნენ.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რომის ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა, განაცხადეს ქალაქის მერიის პრეს-სამსახურში.

ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ, რომლებიც რომში ვიზიტით იმყოფებიან.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში, შესაძლოა, ეთერ კაკულიას სახელობის ქუჩა გაჩნდეს

ვიზიტის ფარგლებში გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხუცურაული მონაწილეობენ მერების რიგით მეორე სამიტში სახელწოდებით „ერთობა მრავალფერეოვნებაშია“. სამიტს 60-მდე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიმართულებით.

თბილისში რომის ქუჩა 2009 წლიდან არსებობს, ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, საარბრიუკენის მოედანთან ახლოს მდებარეობს. მას მანამდე ვარციხის ქუჩა ერქვა.

ყველა ახალი ამბავი
0