ილია მეორე აზერბაიჯანში მუსლიმანური სამყაროს სულიერი მამის მიწვევით იმყოფება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად მუსლიმანური სამყაროს სულიერი მამის შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს იუბილეზე ასევე მიწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირები, მათ შორის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს სრულიად მუსლიმანური სამყაროს სულიერი მამის შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსულმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. 

საიუბილეო ღონისძიება 5 დეკემბერს გაიმართება. იუბილეზე ასევე მიწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირები, მათ შორის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. 

ილია მეორე და კირილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს იუბილეს მოსკოვში მიულოცავს

გარდა ამისა, საქართველოს პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები კავკასიაში და აზერბაიჯანის მულტიკულტურულიზმის მოდელი”. 

საქართველო და აზერბაიჯანი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური სახელმწიფოებია და თავის თავში მოიცავენ კავკასიის თითქმის ყველა ეთნო-რელიგიურ ჯგუფს, რომელნიც მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩვენს ქვეყნებში და მათი სიკეთეებით სარგებლობენ; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პრობლემები არ არის, ნათქვამია კონფერენციის მონაწილეებისადმი საქართველოს პატრიარქის მისასალმებელ სიტყვაში. 

ნახევარმთვარე მეჩეთზე - Sputnik საქართველო
საქართველოს მუსლიმურ თემს 20 მეჩეთი გადაეცა

„ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც. ისინი დღესაც სიცოცხლით სავსე ცხოვრებას ეწევიან; მათ შორის ჩვენი ეკლესიები, რომელიც ჰერეთში, კახის რაიონში, ფუნქციონირებენ და სამასზე მეტი მეჩეთი და ჯამე და ათზე მეტი აზერბაიჯანელთა რელიგიური და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საქართველოს თანადგომისთვის, ხოლო ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში 6 დეკემბერს დაბრუნდება.


ყველა ახალი ამბავი
0