თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარასკევს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
რუსეთის პატრიარქს 20 ნოემბერს 70 წელი უსრულდება.
ილია მეორე პარასკევს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად ქუთაისის აეროპორტიდან მოსკოვში გაემგზავრება.
გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს მოსკოვში მოქმედ ქართულ ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას ჩაატარებს, რის შემდეგაც დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისში ილია მეორე 25 ნოემბერს დაბრუნდება.