გიორგი ქადაგიძე ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს

© FB/ nbg.gov.geგიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის მოცულობა 15%-ს შეადგენს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავრობას მოგების გადასახადის რეფორმასთან ანუ „ესტონურ მოდელზე“ გადასვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. მთავრობაში ე.წ. ესტონურ მოდელზე დაფუძნებული საგადასახადო სისტემის ცვლილების კანონპროექტი უკვე მომზადდა. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის მოცულობა 15%-ს შეადგენს.

იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს, რომ დავზოგოთ/მოვიძიოთ 1-1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, წერს ქადაგიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. 

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო: მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლამდე გადაიდო

"1. მოგების გადასახადის გაუქმება არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მისო-ბი) და ფარმაცევტულ სექტორებს. ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხიდიან არანაირ გადასახადს, გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.

2. ასევე არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს (თელასი, თბილისის წყალი, ენერგო-პრო და ა.შ.), ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში მოგების მიღების პროცესში.

3. მით უფრო გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად. გამოდის, რომ მთელი მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს, რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან. ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა, უბრალოდ გაუგებრობაა. მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი: 150-200 მილიონი ლარი," — წერს ქადაგიძე. 

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ (BAG) ხელისუფლებას მოუწოდა, მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრამდე გადადოს, რათა ბიზნესმენები საფუძვლიანად მოემზადონ და უმნიშვნელოვანესი რეფორმის დისკრედიტაცია არ მოხდეს. ბიზნეს-ასოციაციის შეფასებით, რეფორმის ნაჩქარევი განხორციელება გამოიწვევს გარკვეულ ბუნდოვანებებს და გაუგებრობებს, დამატებით დანახარჯებს და ბიზნესის მოუმზადებლობით გამოწვეულ საგადასახადო რისკებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0