თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. თბილისში ორეტაპიანი პროექტი "ქართველი ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის" დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები 12 ფერეიდნელ ქართველს გადაეცა. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
პროექტი ფერეიდნელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის გაუმჯობესებას და ქართული ხალხური სიმღერების შესწავლას გულისხმობს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მოეწყობა და საქართველოს ისტორიულ ძეგლების გაცნობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს პროექტი სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეისწავლეს.