რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფორმაცია ჰაკერების მიერ 2 მლრდ რუბლის მოპარვაზე უარყო

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცენტრალური ბანკი
რუსეთის ცენტრალური ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ საუბარი იყო ზარალზე, რომელიც კომერციულმა ბანკებმა და მათმა კლიენტებმა მთელი 2016 წლის განმავლობაში მიიღეს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უარყო ინფორმაცია ჰაკერების მიერ 2 მლრდ რუბლის მოპარვის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „ცენტრობანკის“ პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

რეგულატორის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საუბარია გუშინ ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვაში წარმოდგენილ ზარალზე, რომელიც კომერციულმა ბანკებმა და მათმა კლიენტებმა მთელი 2016 წლის განმავლობაში ჰაკერების შეტევების შედეგად მიიღეს. 

ჰაკერი - Sputnik საქართველო
ჰაკერებმა რუსეთის ბანკების ანგარიშებიდან 2 მლრდ რუბლი მოიპარეს

მანამდე 2 მლრდ რუბლის მოპარვის შესახებ ტელეარხმა CNN „ცენტრობანკის“ ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე არტიომ სიჩევზე დაყრდნობით განაცხადა.

სიჩევმა განაცხადა, რომ ეს არის საერთო დანაკარგი, რომელიც დამნაშავეებმა მთელი წლის განმავლობაში მოიპარეს. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეს ძალზე მცირე თანხაა, თუმცა, „ცენტრობანკის ამოცანაა, რომ სახსრების მოპარვის ტემპი არ გაიზარდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერები 5 მლრდ რუბლის მოპარვას ცდილობდნენ, მაგრამ რუსეთის ბანკმა კიბერშეტევის დაფიქსირება და ფულის ნაწილის დაბრუნება შეძლო. 

 

რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ, მისი ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციის მიზნით, უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურები მასშტაბურ კიბერშეტევებს ამზადებენ. უწყებაში განაცხადეს, რომ ჰაკერული შეტევების მთავარი ცენტრები ნიდერლანდებში მდებარეობს და უკრაინულ კომპანია BlazingFast–ს ეკუთვნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0